ჩხუბი და ხმაური სასამართლოში - პროცესზე "ახალისა" და "გირჩი-მეტი თავისუფლების" პრესსამსახურის წარმომადგენლების საქმეს გაიხილავენ

ჩხუბი და ყვირილი სასამართლოში

ხმაური და დაპირისპირება იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც პარტიების "ახალის" და "გირჩი-მეტი თავისუფლების" პრესსამსახურის წარმომადგენლების - მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილის ადმინისტრაციული საქმის განხილვა მიმდინარეობდა.

ადვოკატების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, მოსამართლემ კი ცოტა ხნის წინ 4 000 ლარიანი ჯარიმის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე, სხდომიდან მანდატურებმა რამდენიმე პირი გააძევეს, რასაც ხმაური მოჰყვა.

მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებიან.