„მადლობა თითოეულ ადამიანს კეთილი სურვილებისთვის... თქვენი გვერდით დგომით, არა მიშავს“ - გელა დაიაური

დაიაური

პოეტმა გელა დაიაურმა და მისმა რჩეულმა, ეკა მანჩხაშვილმა გუშინ ჯვარი დაიწერეს. წყვილის სიხარული და ბედნიერებმა უამრავმა ადამიანმა გაიზიარა. 

გელა დაიაურმა სოციალურ ქსელში სამადლობელი პოსტი გამოაქვეყნა.

„ჯერ მადლობა მინდა გითხრათ, ჩემი ჩემიანებო. კეთილი და თბილი სურვილებისთვის... მერე მადლობა უფალს, რომ თავმას ჩოხელის და თომა ყალაბეგაშვილის გვერდით დაგვიყენა! მადლობა ჩვენს მეჯვარეებს,  აღარ მოგნიშნავთ. მიყვარხართ და მიხარიხართ!!! მადლობა თითოეულ ადამიანს, მეგობარს, კეთილი სურვილებისთვის... თქვენი გვერდით დგომით არა მიშავს... მადლობა ჩემს მეუღლეს, ეკატერინას. მადლობა ჩვენს თბილ შვილს და ადამიანს, მარიამ სულხანიშვილს და ყველა კეთილის მსურველს!!!! მეტი აღარაფერი მკითხოთ,  ნაბახუსევზე ვარ... მაგრამ გულწრფელი მადლობა..“ - წერს დაიაური.