1746007492
საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ შვიდი პირი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ შვიდი პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
დღეს აღკვეთის ღონისძიება გადასინჯეს, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგონლობა, რასაც არ დაეთანხმა დაცვის მხარე. დაკავებულებიდან სამს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, ხუთს კი მონაწილეობას ედავებიან.