საკვები, რომელიც უზმოზე (არ) უნდა მიიღოთ
1746220913
პედოფილიაში ბრალდებულის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი - გამოძიებამ დაადგინა, რომ 40 წლის კაცი, რომელიც 13 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის რამდენიმე თვის წინ დააკავეს, დანაშაულის კიდევ 5 ეპიზოდშია მხილებული.
გაირკვა, რომ 40 წლის კაცს კიდევ 4 მსხვერპლი ჰყავდა. მოზარდები სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდნენ. მათგან ყველაზე დიდი 14-ის, ხოლო პატარა 11 წლის არის.
არასრულწლოვანებთან კონტაქტისთვის მოძალადე ერთი და იგივე მეთოდს იყენებდა - შექმნილი ჰქონდა "ფეისბუქის" და "ინსტაგრამის" ყალბი პროფილები, მოზარდებს უგზავნიდა პორნოგრაფიულ ვიდეოებს, ესაუბრებოდა სექსუალური შინაარსის საკითხებზე. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი, აიძულებდა, შიშველ მდგომარეობაში ფოტოები გადაეღოთ და მისთვის გადაეგზავნათ. უარის შემთხვევაში, ემუქრებოდა და მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.
Facebook-მიმოწერა პედოფილიის გახმაურებულ საქმეზე ახალი მტკიცებულებაა - შინაარსით ირკვევა, რომ ერთ-ერთი მსხვერპლი 11 წლის გოგონა მოძალადისგან თავის დაღწევას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.
40 წლის მამაკაცი, თებერვალში, თბილისში, საკუთარ ბინაში დააკავეს. ბრალდებულის სახლში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდნენ. ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომლებშიც არასრულწლოვანების ინტიმური შინაარსის მასალები აღმოჩნდა. მოძალადე ბავშვების შიშველ ფოტოებსა და ვიდეოებს ინახავდა.
პედოფილიაში მხილებული ახლა საპატიმროშია და სასამართლო განაჩენის მოლოდინშია - დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საკვები, რომელიც უზმოზე (არ) უნდა მიიღოთ
1746220913
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1746215967