მამუკა მდინარაძე აშშ-თან ურთიერთობაზე: გადატვირთვის რესურსი არის
1733824716
მანანა ხორბალაძე მამა გაბრიელის სულიერი შვილია. ჩვენი მეოხი წმინდა მამის მიერ მოვლენილ სასწაულებზე, საჯაროდ, პირველად ჰყვება.
22 წელია ბელგიაში ცხოვრობს. აქვს ქართული სკოლა და ლიტერატურული თეატრი.
ამ ისტორიების დაჯერება კი გაგიჭირდებათ... სანამ მონათხრობს დავწერდი, სერიოზული ბრძოლები მქონდა. ჩაწერილ ინტერვიუს ვერ ვწერდი. რამდენიმე თვე ისე გავიდა, რომ ვერ გავეკარე. მერე დავწერ, მერე... მერე... მიზეზებს არ ვილევდი.
„ვიცი, რომ ბრძოლები აუცილებლად გექნებოდათ. შეგეწიოთ მამა გაბრიელი“ - მოსაბოდიშებელ მესიჯზე მიპასუხა ქალბატონმა მანანამ.
მანანა ხორბალაძე: სიმსივნე მარჯვენა საკვერცხეზე მქონდა. ექვს თვეში მარცხენაზეც განვითარდა. მაშინ უფალმა გადამარჩინა. საოპერაციოში დავინახე მაცხოვარი... მერე კლინიკური სიკვდილი მქონდა.
ეკლესიური ცხოვრება ამის შემდეგ დავიწყე. ჩემი განსაცდელის შედეგად ქრისტეს გზას შევუდექი. შეუძლებელია დალხინებული ადამიანი უფალთან მივიდეს. ღმერთს ტკივილით და განსაცდელით პოულობ. მადლობა ღმერთს და დიდება უფალს ამისთვის.
მამა გაბრიელთან მოძღვრის, მამა არჩილ მინდიაშვილის კურთხევით, მეგობარმა წამიყვანა.
სამთავროს მონასტერში რომ შევედით, მამა გაბრიელი კელიასთან დაგვხვდა. როგორც მასპინძელი ელოდება სტუმარს, ასეთი შემთხვევა იყო. დამლოცა, გულში ჩამიკრა და მითხრა: ქრისტე ღმერთმა დაგლოცოს. როგორ უყვარხარ, დაო, ღმერთსო. მე ეს სიტყვები გამიკვირდა, რადგან მანამდე მთელი ცხოვრება საშინელი ათეისტი ვიყავი. გულში გავიფიქრე, როგორ შეიძლება მე ვუყვარდე ღმერთს-მეთქი. დიახ, მამა გაბრიელი ამ სიტყვების შემდეგ ჩემს გულში შემოვიდა. მე მასში ამ დღიდან ცოცხალ წმინდანს ვხედავდი.
ვუამბე, როგორ გავხდი ეკლესიური. მითხრა, შენ უფალი დიდ გამოცდას მოგიწყობსო. გადაიჭდო ხელები და დაამატა, როგორ უყვარხარ უფალს, ჩემთან მინდა მანანაო, ამბობსო. მე ვერ ვხვდებოდი მისი ეს ნათქვამი რას ნიშნავდა. აღმოჩნდა, რომ მამა გაბრიელი ამით მინიშნებას მაძლევდა.
დავიწყე ამ მონასტერში სიარული და უკვე კვირაობით ვრჩებოდი დედებთან. შვილებს ჩემს ქმართან ვტოვებდი, მეხუთე-მეშვიდე კლასის მოსწავლეებს და მე მონასტერში ვიყავი...
მამა გაბრიელი ამოუცნობი და დიდი იყო. კაცთანაგან ვერავინ ჩასწვდა მის სიღრმეებს. ყველასთვის მიუწვდომელი იყო. ის იმისთვის მოვიდა ამქვეყნად, რომ ქართველი ხალხისთვის ღმერთის და მოყვასის სიყვარული ესწავლებინა. მთლიანად სიყვარული იყო. უყურებდი, რომ შენს წინ ცოცხალი წმინდანი იმყოფებოდა, მაგრამ უცებ ისე დაიწყებდა სალოსობას, რომ გაოგნებული რჩებოდი. ამის გამო ბევრი განიკითხავდა. უამრავი მეგობარი მყავდა მასთან მიყვანილი, თან ყველას ვაფრთხილებდი, ცოცხალ წმინდანთან მიმყავხართ-მეთქი. მამა გაბრიელი ხომ ყველაფერს წინასწარ გრძნობდა, ჩვენს ფიქრებსაც. ამიტომ მასთან მისულების წინ ისეთ რამეებს აკეთებდა, რომ ისინი დაებრკოლებინა. ეს არის წმინდანიო, მერე გაოცებული მეკითხებოდნენ.
ამას იმიტომ აკეთებდა, რომ თავი დაემდაბლებინა. მე მისი მსგავსი სიმდაბლის ადამიანი არსად მინახავს. ასეთი სიმდაბლე მხოლოდ წმინდანების ხვედრია. არ უნდოდა, რომ მასზე ეფიქრათ, რომ ის წმინდანია. ამიტომ სალოსობით ამ ეჭვს აქარწყლებდა. ცოდვილთა შორის ყველაზე ცოდვილი ვარ, მტვერი ვარ, არარაობა ვარო, სულ ამას ამბობდა.
ერთხელ კომუნისტი და ათეისტი მივიყვანე მამა გაბრიელთან. მისი კურთხევით შევედით მის კელიაში და ჩემს მეუღლეს და ამ ჩვენს მეგობარს, ეუბნება: დაიჩოქეთ თქვე ცოდვილებოო. ორივე მოწყდნენ და დავარდნენ, თავი მიწაში ჩარგეს. მანანა, შენ ლოცვა დაიწყე, ის აქ არისო, მითხრა. დავიწყე ლოცვა. გავიხედე, შევხედე მეგობარს, რომელსაც მუცლისგან დახრა უჭირდა და ხვნეშოდა. მე გამეღიმა. მერე შევხედე მამა გაბრიელს და ის მიწიდან ჰაერში იყო აწეული. თითი ტუჩზე მიიდო, ჩუმადო, მანიშნა. განაგრძეთ კითხვა...
ასევე დაგაინტერესებთ: "იმ წლებს გადავიტანთ, თუკი ადამიანს პატარა მიწის ნაკვეთი ექნება. მალე დაედება ფასი სოფელს, დროცაა, ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის" - ბერი პაისის წინასწარმეტყველება
"ერთხელ კელიის კარი ღია დარჩა, შევედი და ვხედავ..." - რას გვიყვება მამა გაბრიელის დისშვილი