„შეუძლებელია, ადამიანს ღმერთი უნდოდეს და ღმერთმა ადამიანი მიატოვოს“ - თეოდორე გიგნაძე

თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე. 

„შეუძლებელია ადამიანს ღმერთი უნდოდეს და შეუძლებელია ღმერთმა ადამიანი მიატოვოს.
თუ ადამიანს ღმერთი მართლა უნდა და არა ღმერთის სახით დამცველი ინსტანცია, რომელიც თავის მიწიერი საქმეების წარმატებებს უზრუნველყოფს, მის უკეთურ საქმეებს დაფარავს და დაიცავს - ეს კი არა, როცა მართლა უნდა ღმერთი, როგორიც ის არის - მდაბალი, მშვიდი, აბსოლუტურად გულმოწყალე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.