მოსკოვი აქცენტს ესკალაციაზე აკეთებს და არა მოლაპარაკებებზე - მერცი

ფრიდრიხ მერცი

 გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინაზე ბოლოდროინდელი თავდასხმებით რუსეთი აჩვენებს, რომ აქცენტს ესკალაციაზე და არა მოლაპარაკებებზე აკეთებს.

„უკრაინაზე რუსეთის ბოლოდროინდელი ყველაზე მასშტაბური თავდასხმები მოწმობს - მოსკოვი აქცენტს ესკალაციაზე აკეთებს და არა მოლაპარაკებებზე“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მან უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

„კიევი და მისი პარტნიორები მზად არიან სამართლიანი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის. რუსეთი კი აგრძელებს ომს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.