ვინც უქმეებს გეგმავთ, ამინდის ეს პროგნოზი ნახეთ
1765553227
ახალი კვლევა მიუთითებს, რომ შავი შოკოლადის მთავარი ნაერთი - თეობრომინი - შესაძლოა ბიოლოგიურ ასაკზე დადებითად მოქმედებდეს. თეობრომინი ბუნებრივად გვხვდება კაკაოში და ითვლება ნივთიერებად, რომელიც ამცირებს უჯრედების დაზიანებას და შესაბამისად - ბიოლოგიურ დაბერებას. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მეცნიერებმა მონაცემები ორი დიდი კვლევიდან შეისწავლეს. საშუალო ასაკი 60 წელი იყო და მონაწილეები, საერთო ჯამში, ჯანმრთელებად ითვლებოდნენ.
კვლევაში ყურადღება დნმ-ის ცვლილებებსა და ტელომერების სიგრძეზე გამახვილდა - ქრომოსომების ბოლოებში მდებარე დამცავ სტრუქტურებზე, რომლებიც ასაკთან ერთად მოკლდება. აღმოჩნდა, რომ სისხლში თეობრომინის მაღალი შემცველობა ასოცირდება დაბალ ბიოლოგიურ ასაკთან, რაც მიუთითებს უფრო ნელ დაბერებაზე.
თეობრომინი ცნობილია მისი შესაძლო დადებითი გავლენებით:
ამცირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს ცხიმის მეტაბოლიზმს, ეხმარება კოგნიტურ ფუნქციებს და ამცირებს კოგნიტიური დაქვეითების რისკს.
მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ეფექტი შესაძლოა სპეციფიკურად თეობრომინს უკავშირდებოდეს, თუმცა არ გამორიცხავენ მის ურთიერთქმედებას შავი შოკოლადის სხვა სასარგებლო ნაერთებთან, მაგალითად პოლიფენოლებთან.
ზომიერება მაინც მნიშვნელოვანია
ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ შედეგები არ ნიშნავს შავი შოკოლადის უფრო დიდი რაოდენობით მირთმევის რეკომენდაციას. თეობრომინის მაღალი კონცენტრაცია მხოლოდ მაღალი კაკაოს შემცველობის შოკოლადში გვხვდება, თუმცა ასეთი შოკოლადიც კი ხშირად დიდი რაოდენობით ცხიმსა და შაქარს შეიცავს.