წყალი 11 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1773166388
მე ყველა აქტორს განვუცხადე, რომ ყოველივე ქართველებს შორის უნდა გადაწყდეს. ეს არის პირველი ნაბიჯი. ჩვენ ხელსაწყო ვართ, და თუ დახმარება შეგვიძლია, ყოველთვის დაგეხმარებით, თუმცა ეს ქართველი ხალხის გადასაჭრელია, - განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
მან ასევე ისაუბრა „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტების ვიზიტზე და აღნიშნა, რომ ექსპერტების და მათი ვიზიტი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.
„ცხადია, „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტების ვიზიტი იყო, ვფიქრობ ეს ვიზიტი ჩვენი ვიზიტისგან უნდა გამიჯნოთ, ესაა დამთხვევა. ცხადია ჩვენ ეს განვიხილეთ, ვახსენეთ, თუმცა ჩვენთან კავშირში არ არის. მე არ მაქვს წვდომა ანგარიშთან, არც ვიცი თუ არსებობს რამე ანგარიში, არავის არაფერი უთქვამს. მოდით, პატივი ვცეთ მექანიზმს და ჩვენ. იმედია, ჩვენ, როგორც ორგანიზაციას პატივს გვცემენ“, - განაცხადა პერე ჟოან პონს სამპიეტრომ.