შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1773167914
პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ გავიგეთ ამ პროექტში ყულევის საკითხის არსებობის შესახებ, მოვითხოვეთ წარმოედგინათ ევროპულ მხარეს რა იყო საფუძველი ასეთი ნაბიჯის, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ასეთი საფუძვლები ვერ იქნა წარმოდგენილი.
„არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გაამართლებდა ამ საკითხის ევროკავშირის სანქციების პაკეტში ყოფნას. სამაგიეროდ, ჩვენ ევროკომისიის მხარეს კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველო იმისთვის, რომ არ იყოს საქართველოს ტერიტორია გამოყენებული რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად, ამაში საქართველო ნამდვილად მოწინავეა. არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რაც დაადასტურებდა საწინააღმდეგოს და სწორედ ეს არის რეალურად საფუძველი იმისა, რომ ევროკომისიამ უკან წაიღო ის შემოთავაზება, რაც შეეხებოდა ყულევის ნავსადგურის ჩადებას სასანქციო პაკეტში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო . ევროკავშირი სანქციების დაცვის კუთხით საქართველოს ძალისხმევას მიესალმება.