„ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ - განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან
1773169772
ეს არის დაშლილ-შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“, რა ნაწილი არის გულწრფელი და რა ნაწილია იძულებითი ქმედება, ვერ გავიგებთ. ალბათ უფრო მეტად იძულებითი ქმედებაა, ვიდრე ბუნებრივად გაერთიანების სურვილი, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციონერები ხვდებიან, რომ მთლიანად კარგავენ ამომრჩეველს და ცდილობენ იქნებ ერთიანობაში შეინარჩუნონ ამომრჩეველი.
„არის მეორე რეალური ცხოვრება, რომელიც ცისკარიშვილ-ჩერგოლეიშვილის ურთიერთობაში გამოსჭვივის ხოლმე ძალიან მჭახედ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეთანხმებიდან ერთ კვირაში ოპოზიციურ ერთობაში კონფლიქტი საჯარო გახდა. პეტრე ცისკარიშვილი და თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს საჯაროდ სოციალურ ქსელში დაუპირისპირდნენ.