„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
დღეიდან, ტრანსპორტში სამედიცინო პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ არის. პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო რჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო ავტობუსებში, მიკროავტობუსებში, აფთიაქებსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იქნება.
აღსანიშნავია, რომ პირბადის გამოყენების რეკომენდაციის შესრულება მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.
გადაწყვეტილება, ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ მიიღო.