1774810263
"საზოგადოებას აქვს საშუალება, პატივი მიაგოს მისი უწმინდესობის საფლავს. ოდნავი ხელის შეხებაც დაშვებულია, თუმცა ეს პროცესი კონტროლდება, რადგან ხალხის ნაკადი ძალიან დიდია" - სიონის ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგი
პატრიარქის სიონში დაკრძალვიდან მეცხრე დღე გავიდა. ეკლესიაში ხალხი კვლავ გვიანობამდე რჩება. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მიდიან როგორც თბილისში მცხოვრები, ისე რეგიონებიდან სპეციალურად ჩამოსული ადამიანები. ტარდება პანაშვიდები. კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელი საეკლესიო რიტუალი ტაძარში 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ეკლესია მოქალაქეებისთვის ყოველდღე, 08:00-დან 22:00-საათამდე ღიაა.
"არამარტო თბილისიდან, - საქართველოდან ჩამოდიან სამღვდელოების სხვადასხვა წარმომადგენლები და იხდიან პანაშვიდს მისი უწმინდესობის საფლავთან. საზოგადოებას აქვს საშუალება, პატივი მიაგოს მისი უწმინდესობის საფლავს. ოდნავი ხელის შეხებაც დაშვებულია, თუმცაღა ეს პროცესი, თავისთავად ცხადია, კონტროლდება, რადგან ხალხის ნაკადი ძალიან დიდია და წესრიგი ძალიან მნიშვნელოვანია," - აცხადებს თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი, სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგი ვაშალომიძე.











