გელა დაიაური სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1774726930
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ქუთაისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
მებაჟე ოფიცრის მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი - 4 აბი მედიკამენტი და 8 ჰერმეტულ შეფუთვად დაფასოებული 3.50 გრამი ნარკოტიკული საშუალება.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.