ცნობილი ხდება ორი ქართველი სპორტსმენის ვინაობა, რომლებსაც შოტლანდიის პოლიცია ეძებს
1790104308
საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ამა წლის 20 სექტემბერს გარდაიცვალა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი პავლე (ჯანჯღავა).
იღუმენი პავლე დაიკრძალება ხუთშაბათს, 24 სექტემბერს ამავე ტაძრის ეზოში.
მწუხარებას გამოვთქვამთ იღუმენ პავლეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ შემოქმედის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.
უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული იღუმენი პავლე“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.