ცნობილი ხდება ორი ქართველი სპორტსმენის ვინაობა, რომლებსაც შოტლანდიის პოლიცია ეძებს
1790104308
ფლორიდის შტატის ქალაქ სანრაიზის მკვიდრმა დაკარგული შვილი პორნოგრაფიულ ვებგვერდ Pornhub-ზე იპოვა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Sun Sentinel-ი წერს.
მისი ცნობით, სამართალდამცველები 15 წლის გოგოს დაახლოებით ერთი წელი ეძებდნენ.
არასრულწლოვნის დედის თქმით, მან შვილის პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოები და ვიდეოები ინტერნეტში აღმოაჩინა. პოლიციამ შეისწავლა 60-მდე ვიდეორგოლი და აღმოაჩინა, რომ 15 წლის გოგო ერთ-ერთ მსახიობთან ერთად მაღაზიის გამყიდველმა ნახა.
პოლიციელებმა გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები შეისწავლეს და კაცის ვინაობა დაადგინეს. 30 წლის კრისტოფერ ჯონსონის სახლზე თვალთვალი დაიწყო და რამდენიმე დღის შემდეგ ის დაკარგულ გოგოსთან ერთად დააკავა.
მოზარდის თქმით, ვიდეორგოლები მისი მონაწილეობით ჯონსონის სახლში იყო გადაღებული. ჯონსონი მას კამერის წინ სექსით დაკავებას აიძულებდა, თუმცა თავად დაკავებული ამ ბრალდებას უარყოფს. არასრულწლოვნის თქმით, ერთ-ერთი ვიდეოს გადაღების შემდეგ ის დაორსულდა, კრისტოფერ ჯონსონმა კი ის საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც 15 წლის გოგოს აბორტი გაუკეთეს.