ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1795427076
საქართველოს საპატრიარქო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ აბრაამის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„მწუხარებით ვიუწყებით, რომ ამა წლის 25 ნოემბერს ღვთივგანისვენა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია).
სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს, სამღვდელო და სამონაზვნო დასს, დასავლეთ ევროპის ეპარქიის სასულიერო პირებსა და მრევლს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული“, - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.