საგარეჯოში 40 წლის ქალს ეძებენ

ლია ქარცხია

საგარეჯოში 40 წლის ქალს ეძებენ - ოჯახი დახმარებას ითხოვს. ლია ქარცხია ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლიდან გუშინ, დაახლოებით 14:00 საათზე ფარულად გავიდა და ამ დრომდე არ დაბრუნებულა.

ოჯახის წევრების, კონკრეტულად, დის განმარტებით, ქალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რაც მის პოვნას ართულებს. 

ქარცხია წარმოშობით ზუგდიდიდან არის და დედის გარდაცვალების შემდეგ, წელიწად-ნახევარია დასთან, საგარეჯოში ცხოვრობს. 

ძებნის ოპერაციაში ჩართულია პოლიცია, რომელიც ოჯახთან ერთად დაკარგულის ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობს.