„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ნოემბერს 10:30 საათიდან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ახალსოფელი, ჩაბანო, ქვემო არტანი, მამადაანები, კვერნაულა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 12:10 საათამდე და 16:50-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ფასანაური, ჭართალი, მენესო, დგნალი, წითლიანი და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.