კირ სტარმერი აცხადებს, რომ აშშ და უკრაინა ჟენევაში წარმოდგენილ პროექტზე შეთანხმდნენ

კირ სტარმერი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, აშშ და უკრაინა ჟენევაში წარმოდგენილ პროექტზე შეთანხმდნენ.

თემთა პალატაში გამოსვლისას კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მან აშშ-სა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღო.

„ეს არანაირად არ არის წინადადებების ან შეთანხმებების ახალი ნაკრები“, – აღნიშნა ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.