„დავუშვი შეცდომა და ის მივიღე, რასაც ვიმსახურებდი“ - თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძე მედიის ინტერესის ობიექტია, ამის მიზეზი კი მისი პირადი ცხოვრება და ხმაურიანი განქორწინება გახდა - ყველასთვის მოულოდნელად, თამო ვაშალომიძემ თქვა, რომ მეუღლეს, ბიზნესმენ აკა სამხარაძეს დაშორდა.

თამომ ბულინგის თემაზე ისაუბრა.

„ადამიანები შეცდომებს უშვებენ. მეც დავუშვი შეცდომა, ისეთ დროს გავაკეთე კომენტარი ისეთ რაღაცაზე, როცა ხმა არ უნდა ამომეღო და არაფერ შუაში ვიყავი. ამიტომაც ის მივიღე, რასაც ვიმსახურებდი იმ მომენტში.

შეიძლება ბევრი რაღაც ზედმეტი იყო სხვების მხრიდან, მაგრამ არა უშავს, ვისწავლე და გამოვასწორებ, აღარ გავიმეორებ ასეთ საქციელს“, – თქვა თამო ვაშალომიძემ.