განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს კატარში. „დოჰას მართლმადიდებლურ ბერძნულ ტაძარში, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, კატარის მთავარეპისკოპოსმა არისტოვულოსმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. სამწუხაროდ, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გამო, დოჰაში მცხოვრებმა ქართველებმა პანაშვიდზე დასწრება ვერ შეძლეს. ლოცვა არაბულ, ბერძნულ, რუმუნილ, ინგლისურ და ქართულ ენებზე აღევლინა“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.