განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მოქალაქეების ნაკადი არ წყდება, პატრიარქისთვის კიდევ ერთხელ პატივის მისაგებად პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მივიდა.
მანამდე ტაძარში პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, გენერალური პროკურორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და სხვები.