განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კვიპროსში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი ანიტა დემეტრიუ ეწვია და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კვიპროსში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი ანიტა დემეტრიუ ეწვია და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
„კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის ყველა წევრის სახელით, მსურს გამოვხატო ჩვენი უღრმესი და გულწრფელი სამძიმარი მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მისი უწმინდესობა იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი წინამძღოლი, არამედ რწმენის, სიბრძნისა და ეროვნული ერთიანობის გამორჩეული საყრდენი. იგი დაუღალავად ემსახურებოდა მშვიდობას, შერიგებას და საქართველოს მდიდარი კულტურული და ზნეობრივი მემკვიდრეობის დაცვას.
მსოფლიომ ჭეშმარიტად ისტორიული პიროვნება დაკარგა, რომლის მამობრივი სიყვარული და ზნეობრივი სიცხადე სცილდებოდა საქართველოს საზღვრებს. მისი გარდაცვალებათ გამოწვეული დანაკარგი განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა გლობალური არასტაბილურობის პერიოდში, როდესაც მისი მშვიდი და მტკიცე ხმა მნიშვნელოვანი საყრდენი იყო მშვიდობისა და საერთაშორისო წესრიგისათვის. მისი ღვაწლი შთაგონების წყარო იქნება მომავალი თაობებისთვისაც.
ჩვენი ფიქრებით და ლოცვებით ქართველი ხალხის გვერდით ვართ. მარადიული იყოს მისი ხსოვნა“- აღნიშნა სამძიმრის წერილში კვიპროსის რესპუბლიკის პარლანეტის თავმჯდომარემ.
ანიტა დემეტრიუმ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს გადასცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გამოხატული გულწრფელი პირადი სამძიმარი. საელჩოში სტუმრობისას პარლამენტის პრეზიდენტმა გაიხსენა მისი უწმინდესობის ისტორიული ვიზიტი კვიპროსის რესპუბლიკაში 2014 წელს და ხაზი გაუსვა ორი ეკლესიის მჭიდრო, ისტორიულ კავშირებს.
კვიპროსში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს და ქართველ ერს მიუსამძიმრეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, კვიპროსის რესპუბლიკაში აკრედიტირებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.
საელჩო მადლობას უხდის კვიპროსის ეკლესიას, მთავრობას, წარმომადგენლობით პალატას და აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს გამოხატული თანაგრძნობისთვის.
ინფორმაციას საქართველოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში ავრცელებს.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.