რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს ოთხი პოლიციელი დაშავდა - მათ დაზიანებები თავის არეში აქვთ მიყენებული

აქცია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების დროს ოთხი პოლიციელი დაშავდა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს დაზიანებები სახიდა და თავის არეში, ბლაგვი საგნით აქვთ მიყენებული. 

დაშავებულების მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და ისინი მკურნალობას განაგრძობენ.