როგორ ყულაბაში მოვაგროვოთ ფული ბარაქის მოსაზიდად

ყულაბა

ადამიანი ყულაბაში ფულს ხანდახან მთელი ცხოვრება აგროვებს განსაკუთრებული ნივთის შესაძენად. ხანდახან კი, საღამოს შინ დაბრუნებული, ჯიბეებს მოიჩხრიკავს და თუ ხურდა აღმოაჩნდა, ყულაბაში გაუაზრებლად ჩაყრის.

უნდა იცოდეთ, რომ ყულაბას თავისი ენერგეტიკა აქვს და თუ სწორად მოიქცევით, მასში ფული ყველა აუცილებელი ნივთის შესაძენად გამოულევლად მოგიგროვდებათ.

მაღაზიაში ყულაბის საყიდლად თუ მიდიხართ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ ფიგურას თავისი დანიშნულება აქვს:
 
გოჭი - ყველაზე სასურველი ფულის დასაგროვებელი ყულაბაა. სიმპათიური, ვარდისფერი გოჭუნა უნდა იყოს. ფულის ჩაყრამდე აუცილებლად მოესიყვარულეთ. შეგიძლიათ წინ მისი საყვარელი ნუგბარი - რკოც დაულაგოთ.

ძაღლი - თქვენი განძის საუკეთესო დამცველი. ხშირად შეაქეთ, გვერდით დაუდეთ ძაღლური ნუგბარი.

ბუ - ფულის გაფლანგვის საშუალებას არ მოგცემთ. ბუს მეთვალყურეობით, თანხას მხოლოდ ბრძნულად განაგებთ. ასეთი ყულაბა უცხო თვალისგან მოფარებული უნდა გქონდეთ.
ციყვი - ფულის დაგროვებაში ყველაზე სწრაფი დამხმარე. შეიძლება თანხა ლატარიაშიც კი მოიგოთ. დამხმარეს გული რომ მოიგოთ, გაანებივრეთ თხილეულით.
კატა - არაორდინარული გზით ფულის მოპოვების საუკეთესო დამხმარეა. გაგიმძაფრებთ ინტუიციას, რომ კიდევ უფრო მეტი თანხა მოიპოვოთ. მის გვერდით აუცილებლად უნდა გქონდეთ სათამაშო წრუწუნა.

ცხენი - დაივიწყეთ ვალები და კრედიტები. ეს ცხოველი დაგეხმარებათ, ცხოვრება უზრუნველად გაატაროთ. მისი კეთილდღეობის მოსაპოვებლად დაულაგეთ შვრია ან თივა.

სახლი ან სკივრი - ასეთი ყულაბა კარგია მათთვის, ვისაც ფულის მოგროვება სახლის საყიდლად ან გასარემონტებლად სურს.

ფულის ყულაბაში ჩადებისას უნდა წარმოთქვათ: "გამიმრავლდით!" ფულის ჩადების შემდეგ ყულაბა შეანჯღრიეთ, რათა მონეტების წკრიალა ხმამ ფინანსური კეთილდღეობა შეგმატოთ.