„როგორც არასდროს ისე გვჭირდება თქვენი თანადგომა“ - ჟურნალისტ ხატია ქირიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ხატია

ჟურნალისტ ხატია ქირიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას  მკერდის ინვაზიური სადინროვანი კარცინომა დაუდგინდა.

„ხატიასთვის..

კეთილო ადამიანებო, როგორც არასდროს ისე გვჭირდება თქვენი თანადგომა.

28 წლის ხატია ქირიას დაუდგინა მკერდის ინვაზიური სადინროვანი კარცინომა და საჭიროებს სასწრაფო ოპერაცია/მკურნალობას თურქეთში.

გამომდინარე მისი წინა ღვიძლის პრობლემიდან შეუძლებელია საქართველოში მისი განკურნება. (თრომბოზი, 2015 წელს ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია თურქეთში) და ახლაც საჭიროებს სტამბულში, აჯიბადენის კლინიკაში გამგზავრებას, რაც უდიდეს ხარჯებთან არის დაკავშირებული. (40.000 ლარი)

ყოველი დღე, საათი და წამი გადამწყვეტია. 29 მაისს უნდა იყოს თურქეთში. მის სიცოცხლეს ჩვენი გულისხმიერება სჭირდება ისე, როგორც არასდროს.

უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ხატიას. თითო ლარი გადამწყვეტია.

პაციენტის (ხატიას) საბანკო ანგარიშები:

საქართველოს ბანკის ანგარიში:

#GE74BG0000000100830590

თიბისი ბანკის ანგარიში

#GE51TB7206845061100004

#ერთადხატიასთვის..“