Exclusive: „გადისო, ხალხო გადისო“ - ამ ცნობილი ფრაზის ავტორის განუხორციელებელი ოცნება და პირადი ცხოვრება - ვინ არის ირაკლი ხომასურიძე

irakli xomasuridze

„გადისო, ხალხო გადისო...“ - ამ ცნობილი ფრაზის ავტორი, ირაკლი ხომასურიძე, რომელიც საზოგადოებამ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერისას გაიცნო, „პრაიმტაიმს“ ესაუბრა. ამბობს, რომ ეს ერთი ფრაზა მისთვის პოპულარობის მომტანი გახდა, ქუჩაში მცნობენ და უცნობი ადამიანები მესალმებიანო... 

ირაკლი ხომასურიძემ მის ცხოვრებაზე, მარტოობასა და განუხორციელებელ ოცნებაზე - სასულიერო პირი გამხდარიყო, ისაუბრა. ახლა, ის შესაბამის უწყებებს თავისი საქმის გამოძიებას სთხოვს. როგორც ამბობს, თვალი 13 წლის წინ, 6 მაისს დაკარგა... 

„იმ ცნობილი ფრაზის შემდეგ, პოპულარული გავხდი. ხალხი ქუჩაში მცნობს, მოდიან, მესალმებიან. რაღაცნაირად სასაცილო ფრაზად შემორჩა არქივებს, მაგრამ იქ სრული ჩანაწერი არ გასულა. ახლაც იმავეს ვამბობ, ჩემთვის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვებთ" კინოეკრანებზე გასვლა მიუღებელია, როცა ტერიტორიები გვაქვს დასაბრუნებელი. 

- რა შუაშია რუსული ოკუპაცია ფილმთან?

- ჩვენ, ეთნიკური ოსები და აფხაზები ჩოხოსნები ვართ. ჩოხოსნებისთვის კი, ისეთი ცხოვრება (უმცირესობათა სექსუალური ორიენტაცია) მიუღებელია...

- როგორ ცხოვრობთ? 

- მარტო ვცხოვრობ, ცოლ-შვილი არასოდეს მყოლია. მინდოდა, მღვდელი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემი პრობლემის გამო, თვალი რომ დავკარგე, ვეღარ შევძელი, არ გამოვიდა. მას შემდეგ, თავზე ნაცარგადაყრილი დავდივარ და ვითხოვ, ჩემი საქმე გამოიძიონ და სამართალი მაპოვნინონ.

- თქვენი მისამართით ხშირად ამბობენ, რომ ახმოვანებთ რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივს...

-  მე არც მმართველი პარტიისთვის ვარ მისაღები და არც - ოპოზიციისთვის. იმიტომ, რომ სიმართლეს ვამბობ ყოველთვის და სუკის აგენტი ხარო, ესეც კი მითხრეს. მათ მინდა ვუთხრა - მე საქართველოს ინტერესების მხარეს ვარ და მხოლოდ აქედან გამომდინარე ვლაპარაკობ იმას, რაც სწორი მგონია.