VIDEO: თბილისში ტრანსგენდერი ქალის სექსუალურად შევიწროების ფაქტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა

თბილისში ტრანსგენდერი ქალი სექსუალურად შეავიწროვეს. როგორც დაზარალებული „ პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებს, ორმა კაცმა მოულოდნელად გააჩერა მანქანა, დაუწყეს შეურაცხმყოფელი საუბარი, მათგან ერთ-ერთი კი ფიზიკუარდ შეეხო. მომხდარი ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, რომელიც „პრაიმტაიმს“ თავად მიაწოდა.

„დიდუბის ტერიტორიაზე გავჩერდი, რადგან ყავა მინდოდა მეყიდა, ყავის ლოდინში ძალიან სწრაფად მოვიდა  შავი ავტომობილი. ავტომობილიდან ორი ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა, დამცინავი არშიყი დამიწყეს - „ცუნცულ“ და მსგავსი მიმართვის ფორმა ჰქონდათ.

ერთ-ერთმა მოულოდნელად თეძოზე მომისვა ხელი, ჩემი ნების დამოუკიდებლად. ეს ყველაფერი გადაიღო სათვალთვალო კამერებმა, სადაც ჩანს როგორ მკიდებს ხელს და როგორ ვაპროტესტებ - რას აკეთებ, ხომ არ გამოშტერდი-თქო.

სავარაუდოდ არ იცოდა, რომ ტრანსი ვიყავი, თუმცა ეს სექსუალური შევიწროება იყო. რა თქმა უნდა გავასაჩივრე და ახლა პოლიციაში ვარ. სამართალდამცველებმა დაიწყეს გამოძიება, ის ბიჭიც იპოვეს უკვე. შემთხვევა ღამით მოხდა 12:40 წუთზე დაახლოებით. 

სხვა დროსაც ვყოფილვარ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, თუმცა ამ ბიჭისგან არა“, - განაცხადა ტრანსგენდერმა ქალმა „პრაიმტაიმთან“ საუბარში.