PHR-მა მწვრთნელის მხრიდან ქალი სპორტსმენების სექსუალური შევიწროების საქმე მოიგო

ფეხბურთელი გოგოები

ორგანიზაციამ, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მწვრთნელის მხრიდან ქალი სპორტსმენების, მათ შორის, არასრულწლოვანი გოგოების მიმართ სექსუალური შევიწროების საქმე მოიგო.

ინფორმაცია PHR-მა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

საქმე მწვრთნელის მიერ ფეხბურთელების შევიწროებას ეხებოდა, რის ფარგლებშიც მოსამართლემ მორალური ზიანის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.

„ეს წუთია PHR-მა მოიგო საქართველოში პირველი საქმე სპორტში ქალების, მათ შორის არასრულწლოვანი გოგოების მიმართ სექსუალურ შევიწროებაზე!

შევიწროებას ახორციელებდა კაცი მწვრთნელი.

ასევე, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა მორალური ზიანის მოთხოვნაც.

ეს გადაწყვეტილება დასაწყისია საქართველოში ათლეტი ქალებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები