მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს

ხაზარაძე ჯაფარიძე

დღეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე, სავარაუდოდ საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება. პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.

ადვოკატის განცხადებით, საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული და ერთადერთ ობიექტურ გადაწყვეტილებად გამამართლებელი განაჩენი მიაჩნია.

როგორც ხაზარაძის და ჯაფარიძის ადვოკატი კახა წერეთელი ამბობს, საბოლოოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ექნებათ სიტყვის წარმოთქმის საშუალება. ადვოკატის თქმით, იმ მტკიცებულებებით, რომელიც საქმეში არსებობს, ფულის გათეთრებაზე საუბარი შეუძლებელია.

„ლელოს“ დამფუძნებლებს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. ამავე საქმეში ბრალი წარდგენილი აქვს ავთანდილ წერეთელსაც.