ქუჩების ჩამონათვალი, სადაც წყალი 24 საათით შეწყდება
1795721578
თბილისის 133-ე საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი კურსდამთავრებულის, ლუკა გიგილაშვილის გარდაცვალების გამო.
ლუკა სიკეთით, სიყვარულითა და კეთილშობილებით სავსე ახალგაზრდა იყო, რომლის ნათელი სახე და ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს გულებში. სსიპ ქალაქ თბილისის №133 საჯარო სკოლის სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ლუკას ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. ნათელი და მარადიული იყოს ლუკას ხსოვნა!“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.
გარდაცვალების მიზეზი უცნობია.