„თუ ეს ნივთი სახლში გაქვთ, გადააგდეთ…“ - გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს
1761929604
                                                                თბილისში შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ მძიმეა, ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მოზარდს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, გუშინ კი მას ერთი ტრავმატოლოგიური ჩარევა კვლავ დასჭირდა.
იაშვილის კლინიკაში ამბობენ, რომ ტრავმატოლოგიური კუთხით ერთი ოპერაციის გაკეთება კვლავ იგეგმება.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის ბიჭს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.
მოზარდს სწრაფად მიმავალი ავტომობილი მაშინ შეეჯახა, როცა ბავშვი გაჩერებაზე სკოლის ავტობუსს ელოდებოდა, თავად ავტომობილი შეჯახების შემდეგ ამოტრიალდა.
მომხდართან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ ავტომობილის მძღოლს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თავად ბრალდებული აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ბავშვი გადარჩეს, თავად კი დამნაშავეა და როგორც დამნაშავე სასჯელს იმსახურებს.