როგორია გორში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა

კლინიკა

ამ დრომდე კრიტიკულია გორში დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა. სამხედრო ჰოსპიტალში მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად, რეანიმაციაშია მოთავსებული.

დაპირისპირების შედეგად მოკლულია 33 წლის ირაკლი კობერიძე - მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის სადგურის დასახლებაში, სახელოსნოსთან მანქანის უფასოდ შეღებვის მოთხოვნის გამო დაიწყო. "კურიერის" ინფორმაციით, ავტომანქანების ხელოსანი დაკავებულია. სავარაუდოდ, მას ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ, რის შემდეგაც მისთვის აღმკვეთის ღონისძების საკითხს უკვე სასამართლო გადაწყვეტს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.