ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1750359420
გორის გარეუბანში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მანქანების სამრეცხაოში დაპირისპირება სიტყვიერი კამათით დაიწყო, რაც სროლით და მკვლელობით დასრულდა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც ,,პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.