როგორი ამინდია მოსალოდნელი ხვალ საქართველოში

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში +13, +18, გრადუსი იქნება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. meteo.gov.ge - ის მონაცემებით, ჰაერის ტემპერატურა დღე +15 გრადუსი, ხოლო ღამე +5 გრადუსია მოსალოდნელი.