რუსეთსა და უკრაინას შორის შერიგება გარდაუვალია, მიუხედავად იმ ტრაგედიისა, რომელსაც ახლა განვიცდით, ეს დროის საკითხია - ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინი

რუსეთსა და უკრაინას შორის შერიგება გარდაუვალია, ეს დროის საკითხია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მისი გაპრეზიდენტების 25 წლისთავთან დაკავშირებით გადაღებულ ფილმში აცხადებს.

ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, მოსკოვს საკმარისი ძალები აქვს იმისთვის, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია სასურველი შედეგით, ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს.

ინტერვიუ რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტ პაველ ზარუბიანს მისცა. კადრები ტელეარხ "როსიას" ახალ ფილმში "რუსეთი. კრემლი. პუტინი. 25 წელი" მოხვდა.

"რუსეთსა და უკრაინას შორის შერიგება გარდაუვალია, მიუხედავად იმ ტრაგედიისა, რომელსაც ახლა განვიცდით, ეს დროის საკითხია.

უკრაინის კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება არ იყო და იმედი მაქვს, რომ ამის საჭიროება არც იქნება. ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა და რესურსები, რათა ის, რაც 2022 წელს დაიწყო, ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ იმ შედეგით, რომელიც რუსეთს სჭირდება", - აცხადებს პუტინი.