ამერიკის მწვანე ბარათის შედეგები ცნობილია
1746288429
ქალაქ რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე მდებარე ბინაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ჯავედ ხუდამოვი ცხოვრობდა. მეზობლები, "კურიერთან" საუბარში ყვებიან, რომ 41 წლის მამაკაცს ბინა ნაქირავები ჰქონდა. ის შვილებთან ერთად ჩაკეტილად ცხოვრობდა და კომუნიკაცია არავისთან ჰქონდა.
"კურიერმა" დღეს ის ადგილიც გადაიღო, სადაც ჯავედ ხუდამოვი დააკავეს. 41 წლის მამაკაცი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 100 მეტრში აიყვანეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი ხუდამოვი 11 წელია ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრია.
ჯავედ ხუდამოვი ახლა წინასწარ პატიმრობაშია - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. დაკავებულს ბრალად საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთა ედება. პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებული საქართველოში თურქეთიდან, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ჩამოვიდა. რას საქმიანობდა ის - მოსამართლის კითხვებს, ბრალდებულმა სხდომათა დარბაზში უპასუხა.
მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა გაიზიარა და ჯავედ ხუდამოვს აღკეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ადვოკატმა უკვე გაასაჩივრა. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ინტერპოლით ძებნილი 41 წლის მამაკაცი უდანაშაულოა.
ვიდრე დამატებითი გარემოებები გაირკვევა, კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, უკვე ცნობილია, რომ ჯავედ ხუდამოვი ტერორისტული დაჯგუფების ისლამური სახელმწიფოს რიგებში 2014 წლიდან ირიცხება, არის საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონე და ასაფეთქებელი მოწყობილობების მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი.
"აისისი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომლის სახელსაც არაერთი დანაშაული უკავშირდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, სწორედ ამ დაჯგუფების წევრი იყო წითელი ცირკულარით ძებნილი და საქართველოში დაკავებული ჯავედ ხუდამოვი.
ამერიკის მწვანე ბარათის შედეგები ცნობილია
1746288429