ლაგოდეხში, ბრალდებულმა აღიარა, რომ 15 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირი 23-ჯერ ჰქონდა - წლების წინ მომხდარი გაუპატიურების საქმის დეტალები

ძალადობა ბავშვზე

ლაგოდეხში, კაბლში, წლების წინ 15 წლის გოგოს გაუპატიურების საქმემ მთელი სოფელი შეძრა.

საქმეზე ბრალდებულმა გაუპატიურება არ აღიარა თუმცა, თქვა რომ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი 23-ჯერ ჰქონდა. 

საქმის მასალების მიხედვით, კაცმა მასთან სახლში სტუმრად დარჩენილი მოზარდი ორჯერ გააუპატიურა.

გოგონამ ბავშვი გააჩინა და 37 კვირაზე იმშობიარა.

„ბრალდებულმა ი. ბ.-ვმა განაცხადა, რომ მას ა. ა.-ვა არ გაუუპატიურებია, მაგრამ აღიარა, რომ ჰქონდა სექსუალური კავშირი ნებაყოფლობით დაახლოებით 23-ჯერ. მათი ურთიერთობა დაიწყო 2018 წლის ნოემბრის თვეში. ერთხელ, როდესაც მისი ცოლი სახლში არ იყო, ბაზარში წაიყვანა და თვითონ დაბრუნდა სახლში. შევიდა თავის ოთახში და დაიძინა. გააღვიძა იმან, რომ ვიღაც მის სასქესო ორგანოს ხელით ეხებოდა. დაინახა ა. ა.-ვა, რომელსაც მისი სასქესო ორგანო ხელში ეჭირა. მან ხელი ჰკრა ა. ა.-ვას და უთხრა, გასულიყო მისი ოთახიდან, რაზედაც ა. ა.-ვამ უთხრა, რომ უყვარდა იგი და თუ მასთან სექსუალურ კავშირს არ დაამყარებდა, უჩივლებდა. შემდეგ იცინოდნენ და საბოლოოდ იძულებული იყო სექსუალური კავშირი დაემყარებინა. პირველად 4-ჯერ დაამყარა სექსუალური კავშირი. შემდგომ ა. ა.-ვა ყოველთვის ცდილობდა მასთან ყოფილიყო — როგორც კი მისი ოჯახის წევრები სახლში არ იყვნენ, მოდიოდა მის სახლში და ამყარებდნენ სექსუალურ კავშირს. ა. ა.-ვა გეგმავდა, სად უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, ყიდულობდა მზესუმზირას და შოკოლადებს და თავისი ხელით აჭმევდა.

ი. ბ.-ვმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ ბავშვი მისი არის. მართალია, სქესობრივი აქტის დროს თავს არ იცავდა, მაგრამ ა. ა.-ვა აიძულებდა, სპერმა გარეთ დაეღვარა და ამიტომ მიაჩნია, რომ ბავშვი მისგან არ ჰყავს. ა. ა.-ვა არ იყო ქალიშვილი, და როდესაც ჰკითხა, ვინ იყო მისთვის პირველი მამაკაცი, უპასუხა, რომ ის ადამიანი პაპას მეზობლად ცხოვრობს და "შენი საქმე არ არისო".

მათი ურთიერთობის განმავლობაში ერთმანეთს მესიჯებს წერდნენ. პირველი კონტაქტი ი. ბ.-ვს და ა. ა.-ვას ჰქონდათ 2018 წლის ნოემბრის თვეში, ხოლო ბოლო — 2019 წლის იანვარში. ა. ა.-ვა აშინებდა, რომ თუ ურთიერთობას გაწყვეტდა, მასზე საჩივარს დააწერდა. ასევე სურდა პასპორტის აღება და უნდოდა, საზღვარგარეთ წასულიყვნენ“

საქმეზე ბრალდებულ ი.ბ-ს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.