გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
21 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ინფორმაცია ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზღვის სანაპირო რაიონებში, 18 აპრილს საღამოს საათებში, ელჭექის დროს, შეიძლება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ხანმოკლე ძლიერი ქარი აღინიშნოს.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.