ცვლილება კანონში, რომელიც დეკრეტული შვებულებისას გაცემულ თანხას ეხება
1780604202
7 ივნისს ქუთაისში მოსალოდნელია მცირე ნალექი. დღისით +26 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +25, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც წვიმაა, +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 11 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში დღისით +25 გრადუსი, ღამით კი 14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით.
ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +20 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში, დღისით +24 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 3 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +16 ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მზიანი დღეა. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.