ნიკა ობოლაძე ჩერგოლეიშვილზე: ამბობს, რომ სანამ ბანდერლოგებს არ დაამარცხებს მანამდე ბიძინა არ დამარცხდება, ანუ, „ცხრიანს“ რომ კარგად ემუშავა, ბიძინას დარჩენის გარანტია იყო ცხრიანი? ასე უყურებს ქალბატონი თამარი მის პროექტს? - საქმე ისაა, რომ ქალბატონი თამარი სულ იტყუება

ნიკა ობოლაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძე, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ-პოსტს აფასებს, სადაც ანა წითლიძეს და ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებს აკრიტიკებს.

როგორც ნიკა ობოლაძე წერს, ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ მის მიერვე შექმნილ ალტერნატივაში „ბანდერლოგები“ არიან და მათ დამარცხებამდე ბიძინა ივანიშვილიც არ დამარცხდება. ობოლაძე ინტერესდება, ჩერგოლეიშვილის შექმნილ „ცხრიანს“ რომ კარგად ემუშავა, იყო თუ არა ეს პროექტი ბიძინა ივანიშვილის დარჩენის გარანტია.

„3 თვის წინ შეიქმნა ცხრიანი. როცა "უპარტიოებმა" თავიდანვე ვთქვით რომ არ გვჯეროდა ამ პოლიტიკური ერთობის - ჩერგოლეიშვილმა გაგვლანძღა, გული გვატკინა. მეო, ბიძინას ალტერნატივა გავაკეთე და თქვენო გშურთო. გავიდა 3 თვე და ამბობს რომ "ალტერნატივაში" ყოფილან "ბანდერლოგები" და სანამ ბანდერლოგებს არ დაამარცხებს მანამდე ბიძინა არ დამარცხდება. ანუ, ცხრიანს რომ კარგად ემუშავა, შიდა დაპირისპირება არ ყოფილიყო და არავინ "ჩარეცხილიყო", ბიძინას დარჩენის გარანტია იყო ცხრიანი? ასე უყურებს ქალბატონი თამარი მის პროექტს? არც კი მახსოვს პეტრე ცისკარიშვილმა რაღაც უწყინარი კომენტარი დაწერა და ჩერგომ პანიკა აწია - შეთანხმებას არღვევსო.

აი, "ხბომადიდებელი ხარ და სანამ შენ არ ჩაგრეცხავ ბიძინას ვერ გავუშვებ" - ალბათ ეს ის საუბარია, ბიძინას ალტერნატიული პოლიტიკური ერთობის შიდა ურთიერთობის წესებში რის დასაშვებობაზე შეთანხმდნენ. ჩემი აზრით საქმე ისაა რომ ქალბატონი თამარი სულ იტყუება,“- წერს ნიკა ობოლაძე Facebook-ზე. ცნობისთვის, ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაში ანა წითლიძე ჩაერთო, რომელმაც ნიკა გვარამია სააკაშვილის რესურსის გამოყენებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ გაძარცვაში დაადანაშაულა. თამარ ჩერგოლეიშვილმა კი, ამ განცხადების საპასუხოდ, წითლიძეს „მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის თანამოაზრეები „სააკაშვილის ნასროლ განავალში უნდა დაიხრჩონ.“