პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

 საქართველოს პროკურატურა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს დეტექტივის  გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო.

გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი დღეს, სოფელ ატენში, გარდაცვლილი იპოვეს.

მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები.