როგორ დაიკლო პეტრე კოლხმა 35 კილო - მოძღვარი ჯანსაღი ცხოვრების წესს გვიზიარებს

petre kolxi

მამა პეტრე კოლხმა 35 კილო დაიკლო. მოძღვარიპრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ სწორმა კვებამ და პირადი წესრიგის დამყარებამ აბსოლუტურად შეცვალა, როგორც გარეგნულად, ასევე - შინაგანად.

მამა პეტრე კოლხი: თავად შევიქმენი ჩემი წესრიგი. დილით ადრე ვდგები და ვლოცულობ. მაქვს ჩემი მედიტაცია. წიგნს ვკითხულობ და კლასიკურ მუსიკას ვუსმენ. კვების არანორმალური რეჟიმი სწორი, ჯანსაღი კვებით ჩავანაცვლე. ვცდილობ, ექვს საათის შემდეგ საკვები არ მივიღო. მაქვს პატარა ვარჯიშები. დიდად არ მიყვარს ფიზიკური ვარჯიში, დეპრესიაში მაგდებს. თუმცა უმოძრაოდ არ ვარ.

ვუყურებ საინტერესო ფილმებს. ვუსმენ საინტერესო ავტორების მუსიკას. გამორიცხულია, ყოველდღე რაღაც არ წავიკითხო. მაქვს სუნთქვითი მედიტაცია, რაშიც მეხმარებიან საინტერესო ავტორები როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთით. ვლოცულობ... ამ ყველაფერმა მაგარი შედეგი გამოიღო. დავიკელი არა მხოლოდ წონაში, შემეცვალა შეხედულებები, შინაგანი სამყარო, აზროვნება და დიდი სიმშვიდე მოვიდა.

და კიდევ - ჩამოვშორდი ავ, ფარისეველ, ორმაგი სტანდარტებით მოთამაშე ადამიანებს. მათი ხმა აქა-იქ მწვდება, მაგრამ უკვე მეღიმება ხოლმე, პირჯვარს გადავსახავ, სიკეთეს ვუსურვებ, მაგრამ მე იმ შეცდომებს აღარ დავუშვებ, რა სიბინძურეში, რა სტრესში და დაძაბულობაშიც ვიყავი. საკუთარ თავს დააბრალონ, თუ მამა პეტრეს მათთან არ სურს ურთიერთობა. ზუსტად იმავეს ვუსურვებ ყველას, რასაც საკუთარ თავსა და შვილებს. ამავდროულად - ზუსტად ის მიეცეთ, რაც ჩემთვის სურთ.