თბილისში, ბინაში მცხოვრებმა, კარადაში გველი ნახა
1781293794
29 ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით რეტროგრადული მერკური აქტიურდება — პერიოდი, რომელიც ტრადიციულად ასოცირდება შეფერხებებთან, გაუგებრობებთან, ტექნიკურ ხარვეზებთან და წარსულიდან დაუმთავრებელი საკითხების დაბრუნებასთან.
ასტროლოგების თქმით, მისი გავლენა უფრო ადრე — 13 ივნისის შემდეგ, ე.წ. „ჩრდილოვან ზონაში“ უკვე იგრძნობა, როდესაც ძველი თემები ნელ-ნელა იწყებს გააქტიურებას.
ამჯერად მერკური კირჩხიბის ნიშანში იმოძრავებს, რაც ყურადღებას უფრო ემოციურ და პირად საკითხებზე გადაიტანს.
ასტროლოგები გვირჩევენ, ეს პერიოდი მხოლოდ სირთულედ არ აღვიქვათ — ის შეიძლება გახდეს შესაძლებლობა ძველი საკითხების გადასახედად, ურთიერთობების დასალაგებლად და შინაგანი წესრიგის დასამყარებლად.
განსაკუთრებული გავლენა და ცვლილებები ელოდებათ კირჩხიბს, თევზებს და ქალწულს.