"რაც იმ ესემესში ეწერა, ზუსტად ის სურვილი იყო, რომელიც წმინდა ნიკოლოზს შევთხოვე! შოკირებული ვიყავი!" - ნატო დუმბაძე წმინდა ნიკოლოზის სასწაულზე

saint nikolozi

მუსიკალური პროდიუსერი ნატო დუმბაძე წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულს, სწრაფშემსმენელი წმინდანის საფლავზე, იტალიის ქალაქ ბარში შეხვდა. 

ნატო "პრაიმტაიმთან" იმ სასწაულზე ჰყვება, რომელიც მას წმინდა ნიკოლოზმა მის საფლავზე პირველი მოლოცვის დროს აუსრულა.

ნატო დუმბაძე: წმინდა ნიკოლოზის საფლავზე მეოთხედ ვარ. ძალიან მიყვარს აქაურობა. მადლობა მამა მოსეს მასპინძლობისთვის!

წელს ბარბარობასაც აქ შევხვდი... რომიდან მამა იოანე და მამა ანდრია ჩამოვიდნენ და წირვა მამა მოსესთან ერთად ჩაატარეს.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ვეზიარები!

ვისაც წმინდა ნიკოლოზის საფლავზე მოულოცია, ვიცი, ბევრი სასწაული მომხდარა და მათ შორის, ჩემთანაც! პირველად რომ ვიყავი მისული ტაძარში, რაც შევთხოვე, ზუსტად ორ დღეში ამისრულდა. საქართველოში უკან რომ ვბრუნდებოდი ტელეფონი განათდა და მივხვდი, რომ ესემესი მოვიდა. მეგობარი მწერდა და რაც იმ ესემესში ეწერა, ზუსტად ის სურვილი იყო, რომელიც წმინდა ნიკოლოზს შევთხოვე! შოკირებული ვიყავი!

ამ სასწაულის შემდეგ, მადლიერებისგან სულ მაქვს აქ ჩამოსვლის და მოლოცვის სურვილი!

გილოცავთ ნიკოლოზობას, მისი მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!