რატომ ერეკებიან ყველა კოვიდ ინფიცირებულს კტ-ზე?! დაასრულებთ ამ, საყოველთაო დასხივებას, თუ ონკოლოგიის მეტად აღორძინებას გეგმავთ? - ანი ქავთარაძე

ანა ქავთარაძე

„რატომ ერეკებიან ყველა კოვიდ ინფიცირებულს კტ-ზე?! დაასრულებთ ამ, საყოველთაო დასხივებას, თუ ონკოლოგიის მეტად აღორძინებას გეგმავთ“ - ამის შესახებ ექიმი-ანესთეზიოლოგი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელსი წერს.

„ძალიან მაინტერესებს, ახალი მინისტრი მაინც თუ დაინტერესდა, რატომ ერეკებიან (ჰო, ერეკებიან, ერთი მარშუტკით) განურჩევლად, სუბიექტური თუ ობიექტური ჩივილების და ასაკისა, ყველა კოვიდ ინფიცირებულს (განსაკუთრებით სასტუმროებიდან) კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე?!

ან რატომ ეპატიჟებიან უფასო გულ-მკერდის კტ. ზე კოვიდ გადატანილებს სახელმწიფოს ხარჯზე?!

დაასრულებთ ამ, საყოველთაო დასხივებას, თუ ონკოლოგიის მეტად აღორძინებას გეგმავთ სამომავლოდ ბედკრულში“, - წერს ანა ქავთარაძე.