რას ამბობს ახალგაზრდა ქალი, რომლის ავარიის ფოტომაც სოციალური ქსელი ააფეთქა

ავარია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კორცხელში 30 სექტემბერს, ავარიის შედეგად დაშავებული ქალი წალენჯიხის მკვიდრი ცირა ლუკავაა. 

ავტომობილი, რომელსაც ცირა ლუკავა მართავდა, ხეს შეეჯახა. მომხდარის შედეგად მან მსუბუქი დაზიანება მიიღო.

საბედნიეროდ, ავტომობილში მყოფი მისი ორი არასრულწლოვანი შვილიც უვნებლად გადარჩა. ავარიის ამსახველმა ფოტომ, სადაც მანქანა ხეზეა აკრული, მთელი სოციალური ქსელი აალაპარაკა.

ახალგაზრდა ქალი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია. ის ხშირად უზიარებს თავის გამომწერებს სახალისო ვიდეოებს. შემთხვევის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი ავარიამდე ვიდეოს იღებდა. თუმცა ცირა ლუკავა ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ „დაღლილობისგან გაითიშა“ და საჭე ვეღარ დაიმორჩილა.

დაშავებული ქალი, საზოგადოების გარკვეული ნაწილის რეაქციას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

„მადლობა უფალს რომ არ გაგვწირა, დაგვიცვა და დაგვიფარა იმ საფრთხისგან, რომლისგან არცერთი არ ვართ დაზღვეული. მადლობა ღვთისმშობელო, რომ გადააფარე ჩემს შვილებს თქვენი კალთა, დაიცავით იმ უბედურებისგან, რომელიც ელოდათ და მე დღეს ყველაზე ბედნიერი დედა ვარ მსოფლიოში.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვედექით და ჩვენი ეს სასწაულებრივად, ფაქტობრივად მეორედ დაბადებამ ასე გაგახარათ. მადლობა ჩემო მეგობრებო, ყველას სათითაოდ ამდენი ზარებისთვის და ესემესებისთვის.

ძალიან ბევრი მესიჯია და ამჯერად, აქ გიპასუხებთ ყველას. ღვთის წყალობით კარგად ვართ და არ ინერვიულოთ.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას და გითხრათ, რომ ძალიან მიყვარხართ, მე თქვენ მაძლიერებთ, ზოგიერთის გასაგონად მინდა ვთქვა, არანაირი ვიდეოს გადაღება და ტელეფონი არაფერ შუაში იყო, ვინც იცის ჩემი გრაფიკი, იცის, რომ ძალიან გადაღლილი ვარ და გავითიშე ჩემდა სამწუხაროდ.

არავინ არაფრისგან ვართ დაზღვეული, ასე რომ რაც არ ვიცით, მას ნუ განვიკითხავთ",- წერს ცირა ლუკავა. ბავშვები და დედა საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.