რა ხდება გზებზე - უახლესი ინფორმაცია და გაფრთხილება მძღოლებს

გზა თოვლი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ მძღოლებს აფრთხილებს.

„რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

ასევე ნახეთ:

გიორგი ნაზღაიძე მიმართვას ავრცელებს

ახალშობილი ჰაერში აგდებით თამაშისას გარდაიცვალა - დაკავებულია დედა და მამინაცვალი, რომელთაც მძიმე სასჯელი ემუქრებათ 

წონის კლება, ნაოჭებისა და სტრიების მოშორება და სხვა ბევრი დაავადების საწინააღმდეგო მალამო, რომელსაც წლების განმავლობაში არასწორად ვიყენებდით