გიორგი ნაზღაიძე მიმართვას ავრცელებს

გიორგი ნაზღაიძე

„რუსთავი 2 -ის“ რეალითი შოუს, „პრაიმ ჰაუსის“ წამყვანი გიორგი ნაზღაიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

„მეგობრებო, გთხოვთ, თუ ვინმეს გაქვთ ჩემზე და ჩემ მეგობრებზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეო მასალები, გთხოვთ ჩამიყაროთ. 

პ.ს. ანონიმურობა დაცული იქნება“, - წერს ნაზღაიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 5 იანვარს, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეს სავარაუდოდ, ცივი იარაღით, რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი დაუპირისპირდა. თავდამსხმელებმა დააზიანეს იმ მოქალაქის ავტომობილიც, რომელმაც ნაზღაიძის დახმარება სცადა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო.

დღეს სოციალურ ქსელში ნაზღაიძეზე თავდასხმის მცდელობის კადრები გავრცელდა.

ასევე ნახეთ:

რა ეწერა დაკარგულ წერილში, რომელიც 80 წლის შემდეგ ოჯახს მიუტანეს

„რა იწვევს ყლაპვის გაძნელებას და ყელში ბურთის გაჩხერვის შეგრძნებას“ - როგორ უნდა მოაგვაროთ ეს პრობლემა